Tuesday, February 5, 2013

უცხოური ენების კათედრის ანგარიში



პირველი სემესტრი 2012-2013 სასწავლო წელი
2012-2013 სასწავლო წლის პირველი სემესტრის გამავლობაში კათედრამ ჩაატარა დაგეგმილი 3 სხდომა, რომლებზეც ვარჩევდით აქტუალურ საკითხებს და ვცდილობდით, გადაგვეჭრა არსებული პრობლემები, როგორიცაა საათების განაწილება, თემატურ-კალენდარული გეგმების შედგენა, ახალ სახელმძღვანელოებში გარკვევა. გარდა ამისა, პერიოდულად ორგანიზებას ვუწევდით კათედრის დამატებით შეხვედრებს, რომლებზეც განვიხილავდით კათედრის წევრების ყოველდღიურ საგაკვეთილო გეგმებს. დაგეგმილი განრიგის მიხედვით ვერ მოხერხდა ურთიერთდასწრების გეგმის განხორციელება, თუმცა კათედრაზე სისტემატიურად ხორციელდებოდა გამოცდილების ურთიერთგაზიარება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ სასწავლო წლიდან ინგლისური ენის პედაგოგებს საშუალება გვაქვს, გაკვეთილები ჩავატაროთ ინგლისური ენის კაბინეტში, სწავლების პროცესში გამოვიყენოთ კაბინეტში არსებული ბიბლიოთეკა, მედიარესურსები, თვალსაჩინოებები და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა. კაბინეტში გაკვეთილების ჩატარებისას უპირატესობა ენიჭება მე-12, მე-11, მე-10 და მე-9 კლასებს, თუმცა ამ კლასების გაკვეთილებისგან თავისუფალ დროს ნებისმიერი კლასის მასწავლებელს შეუძლია კაბინეტის გამოყენება. კაბინეტი გამოიყენება უცხოური ენების კათედრის სხდომებისთვის და როგგარეშე შეხვედრებისთვისაც.
პირველი სემესტრის განმავლობაში მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებულ ოლიმპიადაში და მათი მნიშვნელივანი ნაწილი გადავიდა მეორე ტურში.
მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მშვიდობის კორპუსის მიერ ორგანიზებულ მართლწერის კონკურში. 19 მოსწავლე გადავიდა რეგიონალურ ტურში და კახეთის მასშტაბით მე-10 - მე-12 კლასელებში გაიმარჯვა მე-12ა კლასის მოსწავლემ მარიამ სამადაშვილმა.
მთელი პირველი სემესტრის განმავლობაში კათედრის პედაგოგები ატარებდნენ სხვადასხვა ღონისძიებებს: ღია და გასვლით გაკვეთილებს, სხვა საგნებთან ინტეგრირებულ გაკვეთილებს, პროექტებს, პრეზენტაციებს და კედლის გაზეთებს. სწავლების პროცესში აქტიურად იყენებდნენ სახელმძღვანელოს აუდიო და ვიდეო  მასალებს, ელექტრონულ მასალებს ინტერნეტიდან, მულტიმედიის ცენტრს კაბინეტიდან. მე-12, მე-11 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის მშვიდობის კორპუსის მოხალისესთან ერთად შემუშავდა ქულების სისტემა, რომლის მიხედვითაც საჭირო ქულების დაგროვების შემთხვევაში მოსწავლეებს შეუძლიათ მულტიმედიის ცენტრიდან გაიტანონ აუდიო და ვიდეო ფაილები. ასევე მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომი არის მასალები ბიბლიოთეკიდან.
კათედრის თავმჯდომარე: ნინო ფორისმანიშვილი

No comments:

Post a Comment