მუხლი 7. საგნობრივი კათედრები საჯარო სკოლაში
1.
საჯარო სკოლა უფლებამოსილია საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნას კათედრები,
რომლებშიც გაერთიანებული იქნება საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელი. იმ შემთხვევაში,
თუ სკოლაში საგნობრივი ჯგუფის თითო მასწავლებელია, შესაძლებელია სხვადასხვა საგნობრივი
ჯგუფის პედაგოგები ერთ კათედრაზე გაერთიანდნენ (მაგ. მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო
მეცნიერებების); აგრეთვე შესაძლებელია სკოლამ შექმნას დაწყებითი საფეხურის კათედრა.
2.
კათედრების ფუნქციებია:
ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;
ბ) კათედრის
წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების
წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
გ) საგაკვეთილო
პროცესისათვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის და სასკოლო ბიბლიოთეკისათვის
საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური
საბჭოსთვის წარდგენა;
დ) სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ. ისტორიასა
და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო
თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);
ე) ზრუნვა მასწავლებლის
პროფესიული განვითარებისათვის;
ვ) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების
თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით.
3. კათედრების
მოწყობა:
ა) კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით;
ბ) საგნობრივი კათედრის
თითოეული წევრი როტაციის პრინციპით ხდება კათედრის თავმჯდომარე. ერთი და იმავე პირის
მეორედ არჩევა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც საგნობრივი ჯგუფის თითოეული წევრი ერთხელ მაინც იქნება თავმჯდომარე.
4.
კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:
ა) კათედრის
შეხვედრების ორგანიზება
(დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და
სხვა
დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);
ბ) სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის
შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება (მაგ. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა
და სხვა სასწავლო მასალის არჩევის თაობაზე);
გ) პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების
(კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვ.) ორგანიზება.
5.
კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ. კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს
სასწავლო წლის დაწყებამდე.
Hotels near Casinos near Casinos in Las Vegas, NV | Mapyro
ReplyDeleteHotels 1 영천 출장안마 - 12 of 59 — 남양주 출장샵 A map showing casinos 부천 출장안마 and hotels located near 부산광역 출장샵 Casinos in Las Vegas, NV. 제주도 출장안마