Tuesday, February 5, 2013

ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 (ფრაგმენტი)


მუხლი 7. საგნობრივი კათედრები საჯარო სკოლაშ
1.    საჯარო სკოლა უფლებამოსილია საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნას კათედრები, რომლებშიც გაერთიანებული იქნება საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელი. იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში საგნობრივი ჯგუფის თითო მასწავლებელია, შესაძლებელია სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის პედაგოგები ერთ კათედრაზე გაერთიანდნენ (მაგ. მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების); აგრეთვე შესაძლებელია სკოლამ შექმნას დაწყებითი საფეხურის კათედრა.
2.    კათედრების ფუნქციებია:
ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;
ბ) კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა  განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
გ) საგაკვეთილო პროცესისათვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის და სასკოლო ბიბლიოთეკისათვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა  და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;
დ) სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობ(მაგ. ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);
ე) ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის;
ვ) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით.
3.    კათედრების მოწყობა:
ა) კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით;
ბ) საგნობრივი კათედრის თითოეული წევრი როტაციის პრინციპით ხდება კათედრის თავმჯდომარე. ერთი და იმავე პირის მეორედ არჩევა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც საგნობრივი ჯგუფის თითოეული წევრი ერთხელ მაინც იქნება თავმჯდომარე.
4.        კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:
ა) კათედრის შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);
ბ) სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება (მაგ. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის  არჩევის თაობაზე);
გ) პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების (კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვ.) ორგანიზება.
5.        კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ. კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე.


უცხოური ენების კათედრის ანგარიში



პირველი სემესტრი 2012-2013 სასწავლო წელი
2012-2013 სასწავლო წლის პირველი სემესტრის გამავლობაში კათედრამ ჩაატარა დაგეგმილი 3 სხდომა, რომლებზეც ვარჩევდით აქტუალურ საკითხებს და ვცდილობდით, გადაგვეჭრა არსებული პრობლემები, როგორიცაა საათების განაწილება, თემატურ-კალენდარული გეგმების შედგენა, ახალ სახელმძღვანელოებში გარკვევა. გარდა ამისა, პერიოდულად ორგანიზებას ვუწევდით კათედრის დამატებით შეხვედრებს, რომლებზეც განვიხილავდით კათედრის წევრების ყოველდღიურ საგაკვეთილო გეგმებს. დაგეგმილი განრიგის მიხედვით ვერ მოხერხდა ურთიერთდასწრების გეგმის განხორციელება, თუმცა კათედრაზე სისტემატიურად ხორციელდებოდა გამოცდილების ურთიერთგაზიარება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ სასწავლო წლიდან ინგლისური ენის პედაგოგებს საშუალება გვაქვს, გაკვეთილები ჩავატაროთ ინგლისური ენის კაბინეტში, სწავლების პროცესში გამოვიყენოთ კაბინეტში არსებული ბიბლიოთეკა, მედიარესურსები, თვალსაჩინოებები და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა. კაბინეტში გაკვეთილების ჩატარებისას უპირატესობა ენიჭება მე-12, მე-11, მე-10 და მე-9 კლასებს, თუმცა ამ კლასების გაკვეთილებისგან თავისუფალ დროს ნებისმიერი კლასის მასწავლებელს შეუძლია კაბინეტის გამოყენება. კაბინეტი გამოიყენება უცხოური ენების კათედრის სხდომებისთვის და როგგარეშე შეხვედრებისთვისაც.
პირველი სემესტრის განმავლობაში მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებულ ოლიმპიადაში და მათი მნიშვნელივანი ნაწილი გადავიდა მეორე ტურში.
მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მშვიდობის კორპუსის მიერ ორგანიზებულ მართლწერის კონკურში. 19 მოსწავლე გადავიდა რეგიონალურ ტურში და კახეთის მასშტაბით მე-10 - მე-12 კლასელებში გაიმარჯვა მე-12ა კლასის მოსწავლემ მარიამ სამადაშვილმა.
მთელი პირველი სემესტრის განმავლობაში კათედრის პედაგოგები ატარებდნენ სხვადასხვა ღონისძიებებს: ღია და გასვლით გაკვეთილებს, სხვა საგნებთან ინტეგრირებულ გაკვეთილებს, პროექტებს, პრეზენტაციებს და კედლის გაზეთებს. სწავლების პროცესში აქტიურად იყენებდნენ სახელმძღვანელოს აუდიო და ვიდეო  მასალებს, ელექტრონულ მასალებს ინტერნეტიდან, მულტიმედიის ცენტრს კაბინეტიდან. მე-12, მე-11 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის მშვიდობის კორპუსის მოხალისესთან ერთად შემუშავდა ქულების სისტემა, რომლის მიხედვითაც საჭირო ქულების დაგროვების შემთხვევაში მოსწავლეებს შეუძლიათ მულტიმედიის ცენტრიდან გაიტანონ აუდიო და ვიდეო ფაილები. ასევე მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომი არის მასალები ბიბლიოთეკიდან.
კათედრის თავმჯდომარე: ნინო ფორისმანიშვილი